პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო
18:20 09.10.2017
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კოსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო.
პრეზიდენტის თქმით, ის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტში დღესვე გადაგზავნის.
„დღეს მე საქართველოს პარლამენტში მოტივირებულ შენიშვნებს გადავაგზავნი კონსტიტუციასთან მიმართებით. გადაწყდა, რომ მოტივირებული შენიშვნებში ამოსავალი ყოფილიყო ის მთავარი, რის თაობაზეც ამ დროის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდი მეც და შესაბამისად, მოტივირებულ შენიშვნებში პირველი 4 საკითხი არის თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საკითხები, ისინი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ვალდებულებით აიღო ჩასაწორებლად ვენეციის კომისიიდან. აი ეს 4 საკითხი უცვლელად გადმოდის მოტივირებულ შენიშვნებში, ესაა ბონუსის, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. მეხუთე საკითხიც ასევე ქართულ ოცნებას ეკუთვნის. ეს ის საკითხია, რომლის თაობაზეც ჩვენ ვესაუბრებოდით თუნდაც საკონსტიტუციო განხილვების დროს, იმ პერიოდში, როცა გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვესაუბრა კოსტიტუციის შესახებ. ესაა 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი. ამ საკითხს ვინც იცნობს იცის, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს კონსტიტუციის მიღების მომენტში აკლდა ხმები სწორედ ამ საკითხიდან გამომდინარე, მაგრამ ოპოზიციასთან იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ ოპოზიციური ხმები, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ამ საკითხის გატანას მხარს დაუჭერს, იქნება დამატებული. ანუ ოპოზიცია მისცმს ხმას და ეს საკითხიც სრულიად უმტკივნეულოდ იქნება გათვალისწინებული კონსტიტუციაში. ბოლო საკითხი ასევე ასევე კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და ის ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. ჩვენ ვიცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებიუთ, სამწუხაროდ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული, აქაც მე გადავწყვიტე არ ვიყო ხისტი და ერთმნიშვნელოვნად არ იყოს წარდგენილი შეთავაზება, არამედ შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით ამ საკითხზე და არა ერთი ან მეორე ფორმით გადავწყვიტოთ, არამედ გადავდოთ მომავლისთვის“- განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მის მიერ შეთავაზებულ 6 წინადადაებას გაითვალისწინებას, ევროპულ პოლიტიკურ კულტურას აჩვენებს და ქართული საზოგადოება თანხმობის დოკუმენტს მიიღებს.
„შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილი მოტივირებული შეთავაზებები, პირველ 4 პუნქტში თავიდან ბოლომდე იმეორებს „ქართული ოცნების“ ვალდებულებას ვენეციის კომისიასთან, მეხუთე საკითხი არის ის პოზიტიური მიმართულება, რომელიც არაერთხელ განხილულა საზოგადოებასთან და ერთადერთი საკითხი, რომელიც, ასე ვთქვათ, ოპოზიციის საკითხია, აქაც არაა სიხისტე გამოვლენილი, ჩვენ ამ საკითხის მომავალში განხილვას ვთავაზობთ ქართულ პარლამენტს. შესაბამისად ამ შემთხევვაში ამ 6 შეთავაზების განხილვის და გაზიარების შემთხევვაში ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ძალიან ბევრს. პირველ რიგში, მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ექნება ოპოზიციის ხმები, ასევე ოპოზიციის მხარდაჭერა პარლამენტს, ჩვენ ვაჩვენებთ ევროპულ პოლიტიკურ კულტურას, რაზეც მოგვიწოდებს ვენეციის კომისია. ჩვენ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ბეჭდვა