შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც,
ისნის რაიონში ერთ-ერთი ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, შსს-ს თანამშრომელია.
უწყება დაინტერესებულ პირებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებას ურჩევს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისნის რაიონში ერთ-ერთი ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოქალაქე ნინო ნიკურაძე შსს-ს თანამშრომელია.
ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“-ნათქვამია განცხადებაში.
