დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება
დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება
09:03 10.10.2017
ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM) გაიმართება. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ამ ფორმატში საქართველოში პირველად ტარდება.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გახსნის. მინისტრის შემდეგ მონაწილეებს SEDM-ის თავმჯდომარე ელეფტერიოს ანგელოპულოსი მიმართავს სიტყვით.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის მიზანი რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაციაა.
მინისტერიალი 10-11 სექტემბერს გაიმართება.


ბეჭდვა