ლორთქიფანიძე - ხელისუფლებამ მთავრობის კრიმინალური შემადგენლობა წარმოადგინა
ლორთქიფანიძე - ხელისუფლებამ მთავრობის კრიმინალური შემადგენლობა წარმოადგინა
12:39 03.07.2012
ხელისუფლებამ მთავრობის კრიმინალური შემადგენლობა წარმოადგინა. მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობას ასეთი შეფასება საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თვამჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ მისცა.
დეპუტატის თქმით, ახალაია-შაშკინის წარდგენა ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი საბრძოლო შემადგენლობით გამოდის და ისინი უკან დახევას არ აპირებენ, მათ შორის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით.
ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრად კალმახელიძის დატოვება ადასტურებს იმას, რომ ციხეები კვლავ საიმედო ადგილი იქნება არჩევნებზე ხმების მისაღებად.
„პატიმრები კალმახელიძის ხელში იყვნენ და რჩებიან მძევლებად და ამით მერაბიშვილი შესანიშნავად ისარგებელბას“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას და ახალ სამოქმედო პროგრამას პარლამენტის ფრაქციები და კომიტეტები დღეს განიხილავენ.
განახლებული მთავრობის ახალი კანდიდატები დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დაასახელა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაიას კანდიდატურა დასახელდა.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე.
იცვლება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ამ ადგილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრი დალი ხომერიკი დაიკავებს.

ბეჭდვა