ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო იმედოვნებს, რომ კონსტიტუციის ახალ
პროექტს პოლიტიკური ძალები და საზოგადოება მხარს დაუჭერს.
მისივე თქმით, ახალი კონსტიტუცია მოქმედთან შედარებით, უკეთესია.
„სამუშაო ვარიანტი, რომელიც წარმოდგენილი იყო მომხსენებლებისა და კომისიის მიერ, მიღებულია მცირე შესწორებით, რომელსაც, ძირითადად, ტექნიკური ხასიათი აქვს. ყველაზე მთავარი პრობლემა არის 7 წლით გადავადება ახალი საარჩევნო სისტემის შემოღების. ამ დრომდე სასწაულის იმედი მაქვს, რომ შეძლებენ მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმებას თქვენი ახალი კონსტიტუციის სასარგებლოდ, რომელიც უკეთესია მოქმედთან შედარებით. იმედს ვიტოვებ, რომ კონსტიტუციის პროექტს პოლიტიკური ძალები და მთელი საზოგადოება მხარს დაუჭერს“-განაცხადა ბუკიკიომ.
