კახა კალაძე რელიგიური უმცირესოსბების წარმომადგენლებს შეხვდა
კახა კალაძე რელიგიური უმცირესოსბების წარმომადგენლებს შეხვდა
16:44 05.10.2017
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც კალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სხვადასხვა მრწამსის ადამიანები, ერთად ცხოვრობდნენ და ერთად აშენებდნენ თბილისს.
მისივე თქმით, ასე გაგრძელდება მომავალშიც.
კალაძემ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა და სხვადასხვა მიმართულების მიხედვით შემუშავებული 7 პოლიტიკა გააცნო.
„შევხვდით სხვადასხვა კონფენსიების წარმომადგენლებს, გავაცანით ჩვენი ხედვები და მომავალ წლებში დაგეგმილი პროექტები. მათ ისაუბრებს იმაზე, თუ რა აწუხებთ და რა პრობლემებს ხედავენ“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თითოეულ ამომრჩევლამდე მიიტანოს ის გეგმები და ხედვა, რომლის განხორციელებასაც მომავალი 4 წლის განმავლობაში აპირებს და არჩევანი ინფორმირებულმა მოქალაქეებმა გააკეთონ.


ბეჭდვა