პაატა დავითაია - საქართველოს მთავრობაში მორიგი როტაცია განხორციელდა
პაატა დავითაია - საქართველოს მთავრობაში მორიგი როტაცია განხორციელდა
12:03 03.07.2012
პარტია „ევროპელი დემოკრატების ლიდერის“, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პაატა დავითაიას შეფასებით, საქართველოს მთავრობაში მხოლოდ  მორიგი როტაცია განხორცილიელდა. ამის შესახებ დავითაიამ სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას აღნიშნა.
„მეგონა ცვლილებები უფრო რადიკალური იქნებოდა და მთლიანად ახალი მთავრობა იქნებოდა წარმოდგენილი, თუმცა, ახალ სახეებს ვერ ვხდევ და მხოლოდ ჩვეულებრივი როტაცია განხორციელდა“ - განაცხადა დავითაიამ.
მისივე თქმით, იგი არ ფიქრობს, რომ განახლებული მთავრობის საქმიანობა ეფექტური იქნება.
„როდესაც მოხდა ახლ პრემიერად პოლიტიკურად უფრო მძიმე ფიგურის დანიშვნა და მან ჩამოაყალიბა ახლი გეგმები, ვფიქრობდი, რომ სრულიად ახალ მთავრობას წარმოადგენდა და მინისტრთა კაბინეტში ძველი სახეები არ იქნებოდნენ, თუმცა, ამ კუთიხთ არაფერი შეცვლილა“ - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილის დანიშვნის შემდეგ, მთავრობაში გადაადგილებები მოხდა. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალიას კანდიდატურა დასახელდა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე.
იცვლება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ამ ადგილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრი დალი ხომერიკი დაიკავებს.

ბეჭდვა