დევიდ ქრეიმერი: პუტინს ეშინია წარმატებული საქართველოსი და უკრაინის
დევიდ ქრეიმერი: პუტინს ეშინია წარმატებული საქართველოსი და უკრაინის
12:57 04.10.2017
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა და დიპლომატიური პროგრამის მკვლევარის, დევიდ ქრეიმერის განცხადებით, რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის ძირის გამოსათხრელად ენერგორესურსებს და პროპაგანდას იყენებს.
აღნიშნულის შესახებ მან მაკკეინის ინსტიტუტში, საკუთარი წიგნის „დაბრუნების“ პრეზენტაციისას ისაუბრა.
მისივე თქმით, რუსეთი საქართველოში და უკრაინაში შეიჭრა, რადგან უარს ამბობს აღიაროს ამ ქვეყნების უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.
„ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის რეალური საფრთხე, რომელსაც პუტინის რეჟიმი გვიქმნის ჩვენ, მის მეზობლებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის საკუთარ ხალხს. პუტინის ავტოკრატიულ, კლეპტოკრაპიულ რეჟიმს საერთო არაფერი აქვს ჩვენს ღირებულებებთან და სულ უფრო მცირდება საერთო ინტერესები. ის შეიჭრა საქართველში და უკრაინაში, რადგან უარს ამბობს აღიაროს ამ ქვეყნების უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.
ის არ აღიარებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. ცდილობს ევროპის რუკის შეცვლას. იყენებს ენერგორესურსებს და პროპაგანდას მეზობელი ქვეყნებისთვის ძირის გამოსათხრელად. კიბერ თავდასხმა განახორციელა ესტონეთზე და სცადა უკრაინის არჩვენებში ჩარევა.
პუტინს არ აინტერესებს განვითარებული სტაბილური მეზობლები მის საზღვრებთან. მას ეშინია წარმატებული საქართველოსი და უკრაინის. როგორც მის მიერ დამყარებული სისტემის ალტერნატივის საფრთხის”- განაცხადა დევიდ ქრეიმერმა.
ბეჭდვა