მიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლს შეხვდება
მიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლს შეხვდება
14:54 03.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლთან ჰარლემ დეზირთან შეხვედრას გამართავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ჰარლემ დეზირი პირველად სტუმრობს საქართველოს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის რანგში.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ობუცმენის ინსტიტუტში.

ჰარლემ დეზირი საქართველოს 2-4 ოქტომბერს სტუმრობს.




ბეჭდვა