აღმასრულებელ ხელისუფლებას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთვის ახალი პროგრამა ამ დრომდე არ წარუდგენია.
აღსანიშნავია, რომ ახლად დანიშნულმა
პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პაატა ტრაპაიძის წარდგენისას განაცხდა, რომ პარლამენტში მინისტრთა მთავრობის ახალ პროგრამას დღის ბოლომდე შეიტანდა.
ეს ინფორმაცია გუშინ, ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც დაადასტურა.
როგორც „ნიუსპრესს“ საორგანიზაციო დეპარტამენტში განუცხადეს, სამთავრობო პროგრამა პარლამენტში ჯერ არ შესულა.
„დღეს, ბიურს სხდომა 11:30 საათზეა დანიშნული, შესაბამისად პროგრამის შემოტანას მის დაწყებამდე ველოდებით“ – განაცხადეს დეპარტამენტში.
დღეს, ბიუროს სხდომაზე მინისტრთა ახალი კაბინეტის სამთავრობო პროგრამის დარეგისტრირება უნდა მოხდეს.
დღესვე დაგეგმილია მთავრობის ახალი შემადგენლობის შეხვედრა საპარლამენტო ფრაქციებთან.
