საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გოირგი კვირიკაშვილის განცახდებით, „ნაციონალური მოძრაობის“
წევრები ტყუილებითა და უსინდისობით ყურადღების მიქვევას ცდილობენ.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ენმ“-ის მიერ გუშინ, მერიასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა.
„არ ვიცი რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი. ჩვენ ვხედავთ ამ ზღავრს იქით გადასულ ადამიანებს. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, რადგან ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ აი ამ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება“- განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემის საკითხზეც ისაუბრა.
მისი თქმით, მაშინ როდესაც მერია ვერ პოულობს ადამიანს, რომელიც თბილისში პარკინგს მოაწყობს, ივანიშვილი არაკომერციულ საწყისებზე ორჯერ მეტ პარკინგს აშენებს, ვიდრე საჭიროა.
„ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა პუშკინის სკვერის მითვისება. საუბარია იმაზე, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიოტორიაზე აშენდეს პარკინგი, როდესაც მერია დღეს სანთლით ეძებს ადამიანებს, რომელებიც თბილისში 10 პარკინგს ააშენებენ, რადგან აღარაა თბილისში პარკინგები. რადგანაც, სამწუხაროდ დღეს თბილისში პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან პარკინგის ღირებულება არაა ისეთი, როგორიც ეს შეიძლება იყოს მსოფლიოს სხვა ქალაქებში. პარკინგი გვჭირდება, ამიტომ ეს ადამიანი პრაქტიკულად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, რომელიც სჭირდება იმ სასტუმროს, რომელიც იქ შენდება. და ამბობენ კიდევ, რომ ბოტანიკური ბაღის მითვისება უნდა. ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არა ბოტანიკურ ბაღში, საჭირო არის სულ რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის დამატება, იმისთვის, რომ ეს გახრიოკებული ფერდობები, რომელიც არის ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე, სადაც არის გათვალისწინებული ამ პროექტის მშენებლობა, გამწვანდეს, მოირწყას და ირიგაცია მოხდეს ამ ახალი ტერიტორიის. ტყუილსაც აქვს თავისი ზღვარი“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერიასთან აქცია გამართა, სადაც პარტიის წევრებმა საკრებულოს ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, თბილისის საკრებულომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს მხარი დაუჭირა.
