„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერიასთან “თაბორი რიზორთსის” მიწის ნაკვეთზე რეკრეაციული სტატუსის მოხსნას აპროტესტებენ
 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები  მერიასთან “თაბორი რიზორთსის”  მიწის ნაკვეთზე რეკრეაციული სტატუსის მოხსნას აპროტესტებენ
13:47 02.10.2017
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის მერიასთან საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, თბილისის საკრებულომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს მხარი დაუჭირა.
პარტიის წევრები თბილისის მერიას მოუწოდებენ, არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული ტერიტორიების გასხვისების თაობაზე.
"ახლა სწორედ მერიამ უნდა გადაწყვიტოს, რომ ეს ქონება, რომელსაც საკრებულომ ზონის სტატუსი შეუცვალა, გაასხვისოს ბიძინა ივანიშვილზე და ისევ უნდა დაუბრუნოს საკრებულოს დოკუმენტი განსახილველად. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ გავაპროტესტოთ და მერიას არ მივცეთ საშუალება ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს და ამ გადაწყვეტილებას მსვლელობა მიეცეს"- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
როგორც ოპოზიციაში მიიჩნევენ, კომპანიის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლას მისი ექსპრემიერისთვის საკუთრებაში გადაცემაც მოყვება.

ბეჭდვა