ოპოზიციას საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
სიტუაციის გასანეიტრალებლად, ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ხმაური პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისთვის ზონალურ ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას მოყვა.
ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟიდან დაცვამ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები და ლიდერები ძალის გამოყენებით გაიყვანა.
„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, საკრებულოში ხელს აწერენ ყველაფერზე, რაც ამდიდრებს ბიძინა ივანიშვილს.
„ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი კი მიიჩნევს, რომ ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლას მისი ბიძნა ივანიშვილის საკუთრებაში გადაცემა მოყვება.
