"თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივნის, ალექსანდრე შალამბერიძის შეფასებით,
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მიერ ბერძნების მისამართით ჩოხატურში გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ეს ბერძნებთან ურთიერთობაში ცუდად აისახება.
"როდესაც სააკაშვილი გორში აცხადებს, რომ ჯვრის მონასტერს დავიბრუნებთ, როგორ დაელაპარაკებიან იმ ბერძნებს რომლებსაც ბაქრაძე ასე ლანძღავს და უდიერად მოიხსენიებს. ისინი დღეს ჯვრის მონასტრის მეპატრონეები არიან და მათთან სერიოზული მოლაპარაკებების გარეშე შეუძლებელია ამ საქმის წარმოება. ხელისუფლების უაპელაციო გამონათქვამები ბევრს უშავებს საქართველოს" -განაცხადა შალამბერიძემ "ნიუსპრესთან" საუბრისას.
რამდენიმე დღის წინ დავით ბაქრაძემ დაბა ჩოხატაურში სტუმრობისას განაცხადა, რომ ბერძნებს არაფერი ეშველებათ რადგან ეს ხალხი აგრესიულია და არაფრის მოთმენა არ სურს. ამავე შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ ხალხს გამძლეობისთვის და მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.
