ინდოეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს აღნიშნავენ
 ინდოეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს აღნიშნავენ
14:37 29.09.2017
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა დაინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.

კოლეგისადმი მიწერილ წერილში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ინდოეთის პირველ დიპლომატს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს, ასევე ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების და სხვა სფეროებში დღეს არსებულ წარმატებულ ორმხრივ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.
„მოხარული ვარ აღვნიშნო ბოლო დროს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება. ჩვენ უკვე მრავალი მიმართულებით მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს დაწინ ახალ შესაძლებლობებს ვხედავთ. ამასთან მიმართებით, მსურს ხაზი გავუსვა ბოლო დროს ხელმოწერილ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს საჰაერო მიმოსვლასთან დადიპლომატიური/ სამსახურეობრივი პასპორტის მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებით, ასევე, აღსანიშნავია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისეკონომომიკური მიზანშეწონილობის ანალიზის დაწყება. აღნიშნულის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მცდელობებსგანვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ორი ქვეყნის კეთილდღეობისა და პროგრესისათვის“- ნათქვამია ჯანელიძის წერილში.

თავის მხრივ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუშმა სვარაჯიმ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელისადმი მიწერილ წერილში ხაზი გაუსვა ორ ქვეყანასშორის ტრადიციულად არსებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობას და აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს ეწვევა ინდოელ ხელოვანთა ჯგუფი, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებობს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, რაცწარმოადგენს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხთა განხილვის მნიშვნელოვან ფორმატს.


ბეჭდვა