დედაქალაქის საკრებულოში პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირება მოხდა
დედაქალაქის საკრებულოში პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირება მოხდა
14:27 29.09.2017
თბილისის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაპირისპირების გამო სხდომის დაწყება ვერ მოხერხდა.
დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, მთაწმინდის პარკში 1 ჰექტარის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ.
შეგახსენებთ, რომ როგორც თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე გადაწყდა, პუშკინის სკვერის ქვეშ, მიწისქვეშა ავტოსადგომის უნდა მოეწყოს.

ბეჭდვა