დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
11:27 29.09.2017
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
საბჭოს სხდომაზე სულ 5, მათ შორის, ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხს განიხილავენ. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული სწავლებები იქნება.
უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას პრემიერ-მინისტრი დაესწრება.
მომხსენებლები თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე გენშტაბის და სუს-ის უფროსები იქნებიან.
საბჭოს წევრები 15:00 საათზე შეიკრიბებიან.






ბეჭდვა