„სახალხო კრება“ ფონდ „ქომაგს“ სოლიდარობას უცხადებს
„სახალხო კრება“ ფონდ „ქომაგს“ სოლიდარობას უცხადებს
18:31 02.07.2012
ფონდ „ქომაგის“ მიმართ განხორცილებეული შეტევები ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებაა, რათა ქვეყანაში არსებული განსხვავებული  აზრი ყველა მეთოდით აღკვეთოს. აღნიშნული შინაარსის განცხადებას „სახალხო კრება“ ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ისედაც კრიტიკულ წინასაარჩევნო გარემოს ყოველდღიურად ამძიმებს და სულ უფრო მეტად აძლიერებს ზეწოლას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე.
„სახალხო კრებაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლების სადამსჯელო ღონისძიებები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგსაც“ შეეხო, რომელიც პოლიტიკურად რეპრესირებულ მოქალაქეებს ეხმარება.
მათივე თქმით, პირველი შეტევის შემდეგ, როდესაც არსებულმა რეჟიმმა საქველმოქმედო ანგარიშები დაყადაღა, ფონდმა ალტერნატიული სამართლებრივი გზა მოძებნა და უსამართლოდ დაპატიმრებული მოქალაქეების დახმარება გააგრძელა, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ტერორის კიდევ უფრი გაძლიერება მოჰყვა.
„საქართველოს პროკურატურამ, პერმანენტულად დაიწყო ვითომდა, მოწმეების სტატუსით იმ მოქალაქეების დაბარება, ვინც ფონდს დახმარებისათვის მიმართა და არნახული ზეწოლა განახორციელა მათზე დაშინების გზით. „სახალხო კრება“ გმობს ყოველგვარ ძალადობას და აცხადებს, რომ ფონდ „ქომაგის“ მიმართ განხორცილებეული ყველა შეტევა არსებული ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებაა, რომ ყველა მეთოდით აღკვეთოს ქვეყანაში განსხვავებული აზრი და აიძულოს საკუთარი მოქალაქეები მონურად ემორჩილებოდნენ მას“- ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა