საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ. შეხვედრა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება.
