მიხეილ ჯანელიძე სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტს შეხვდა
16:22 26.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საგარეო უწყებაში სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტი, არა ბაბლოიანი და ეროვნული კრების წევრები მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები ვრცლად მიმოიხილეს.
უწყების ინფორმაციითვე, კმაყოფილებით აღინიშნა საქართველო-სომხეთის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები და უახლოესი ისტორიის პოზიტიური დინამიკა. ხაზი გაესვა მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.
სომხეთის ეროვნული კრების წარმომადგენლებმა თბილისში წარმატებული ვიზიტი აღნიშნეს.
ხაზგასმული იყო მრავალ სფეროში ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა. მათ შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილებით აღნიშნა ასევე ორი ქვეყნის აღმასრულებელი სტრუქტურების აქტიური თანამშრომლობა, ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში აქტიურ კონტაქტებზე.
პოზიტიურად შეფასდა ხალხთა შორისი ურთიერთობები, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოსწავლეთა შორის კონტაქტების გაფართოება დაურთიერთგაცვლის პროგრამების გააქტიურება.

ბეჭდვა