პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტს დღეს კენჭი უნდა უყარონ,
„ევროპული საქართველოს“ შედეგ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც დატოვეს.
„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ მხოლოდ პარლამენტის სხდომათა დარბაზშია უმრავლესობაში და არა მის გარეთ.
„ის რომ დღეს თქვენ ხართ აქ ბევრნი, ამას შცდომაში შეგიყვანათ და გგონიათ, რომ უმრავლესობაში ხართ ამ დარბაზის მიღმა. ძალიან ცუდად მოგიტრიალდებათ დღევანდელი დღე იმიტომ რომ, რაც არ უნდა გულზე მჯიღი ირტყათ, ბატონი ოქრიაშვილი რომელიც იჯდა და ხელს ყველაფერზე წევდა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან და დღეს თქვენ გყავთ და ასევე ყველაფერს აკეთებს, პირველი იქნება, ვინც გიღალატებთ უმრავლეს ადამიანებთან ერთად. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ადამიანებზე მესაუბრებით, ქალბატონო ეკა, რომლებიც თქვენ რიგებშია. ბატონი ოქრიაშვილი - მუთაქებით მოტანილი ადამიანი დღეს ამ დარბაზში გიზით და ეს ადამიანია კრისტალი და ის ადამიანი, ვინც დღეს წარმოადგენს ჩემ პოლიტიკურ გუნდს ისაა დამნაშავე?! ასე რომ ღმერთმა გაგიმარჯოთ, არ დაგირღვევთ იდილიას“- განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ დატოვა. სხდომაზე კონსტიტუციაში ცვლილებების ახალ პროექტს უნდა უყარონ კენჭი.
