პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაცია ხვალ აქციას სახელწოდებით - ,,სტუდენტური გაზაფხული სამართლიანი
არჩევნებისათვის" გამართავს.აქციის მიზანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართვა და მათი გააქტიურებაა.
"ქართველ ახალგაზრდებში პასიურობის ხანა უნდა დამთავრდეს, რადგან პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართვა გადამწყვეტ როლს თამაშობს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2012 წლის არჩევნების კონტექსტში. ვფიქრობ, რომ ამ აქციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა იმ ახალგაზრდამ ვინც ღირსეულ მოქალაქედ თვლის თავს, ვისაც გაცნობიერებული აქვს რომ ასეთ გაურკვეველ პოლიტიკურ ფორმაციაში ცხოვრებას პერსპექტივა არა აქვს" -განაცხადა პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.
აქცია ხვალ ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლთან გაიმართება.
