პარლამენტის ბიურო ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსების საკითხზე იმსჯელებს
პარლამენტის ბიურო ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსების საკითხზე იმსჯელებს
15:08 02.07.2012
პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან თათბირის შემდეგ,  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიუროზე დასაქმების ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის განსაზღვრის და დაფინანსების საკითხები განიხილება. სხდომა დღეს 16:00 საათზე დაიწყება.
დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოსტის შემოღების ინიციატივა პრეზიდენტმა 30 ივნისს წამოაყენა. ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კი, დღეს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე წარადგინა.

ბეჭდვა