ელიზბარ ჯაველიძე - ბაქრაძემ ბერძენ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა
ელიზბარ ჯაველიძე - ბაქრაძემ ბერძენ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა
17:35 26.02.2012
"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ელიზბარ ჯაველიძის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მიერ ბერძნების მისამართით ჩოხატურში გაკეთებული განცხადებები ბერძენი ხალხის შეურაცხყოფაა.
"თანამედროვეობა ბერძნულ აზროვნებას ემყარება. ბერძენმა ფილოსოფოსებმა კაცობრიობის ცივილიზაცია შექმნეს. ბაქრაძეს ურჩევნია თავის განათლებას მიხედოს და ბერძნული ფილოსოფია და ლიტერატურა წაიკითხოს" - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ "ნიუსპრესთან" საუბრისას.
ელიზბარ ჯაველიძემ ამასთან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი გამონათქვამები ქვეყნისთვის საგარეო პოლიტიკის დაბალ დონეზე მეტყველებს.
"ყოველ დღე აღტკინებით საუბობენ, რომ რუსეთში პუტინის წინააღმდეგ ხალხი გამოდის. ეს თურმე დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაა - ჩვენ რომ გამოვედით 200 ათასი, ეს მშვიდობისა და წესრიგის დარღვევა. დღეს ჩვენ გვყავს ტირანი ხელისუფლება" - აღნიშნა ელიზბარ ჯაველიძემ.
მისივე შეფასებით, დღეს ქართველი ხლხი იმდენად არის დაჩაგრული რომ პროტესტის გამოხატვის უნარი არ აქვს. "მაგრამ მე ვატყობ რომ ეს ყველაფერი უფრო დიდ გამოსვლებს გამოიწვევს, ეს არჩევნები მშვიდობით არ დამთავრდება და საქართველოში დიდი არეულობა დაიწყება" - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.
რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დაბა ჩოხატაურში სტუმრობისას შეკრებილ მოსახლეობას გამძლეობისთვის და მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ბერძნების მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მათ არაფერი ეშველებათ რადგან ეს ხალხი აგრესიულია და არაფრის მოთმენა არ სურს.

ბეჭდვა