კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მცხეთაში გამართულ აქციაზე ექსცესები არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ლელა ტალიურმა განუცხადა.
მისი თქმით, აქციაზე გართულებებს ან სხვა მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
„ეს იყო მორიგი აქცია, რომელსაც საია აკვიდებოდა, აქციაზე არანაირი სახის ექსცესი არ ყოფილა და მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა“- აღნიშნა ტალიურმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია მცხეთაში გუშინ გაიმართა. აქციის მონიტორინგს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდა.
