7 ივლისს „თეთრების“ კონგრესი გაიმართება
7 ივლისს „თეთრების“ კონგრესი გაიმართება
14:15 02.07.2012
7 ივლისს პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ კონგრესი გაიმართება, რომელზეც პროგრამა -  „საქართველო ხვალ“ განიხილება.
„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, დღეს პოლიტიკური ძალების განხილვის მთავარი თემა საქართველო მომავალი უნდა იყოს.
მისი თქმით, საჭიროა პოლიტიკურ ძალთა ალიანსის შექმნა, რომელიც არც ამერიკას და არც რუსეთს არ გაეგება ფეხქვეშ და მხოლოდ საქართველოს და მის მოსახლეობას მოემსახურება.
„საჭიროა, შეიქმნას პოლიტიკური ერთობა, რომლის მთავარი სამიზნე სააკაშვილის რეჟიმი იქნება და რომელიც ამ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნის შესახებ „სახალხო კრების“ ინიციატივას დაუჭერს მხარს, არ დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ შეეცდება საქართველოს პარლამენტში რაც შეიძლება ნაკლები ულტრალიბერალი შევიდეს“ - განაცხადა შაშიაშვილმა.
„თეთრების“ კონგრესი სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება.

ბეჭდვა