საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
10:30 21.09.2017
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ტაილანდის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დონ პრამუდვინაიმ ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
საგარეო უწყების ცნობით, ასამბლეის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. გამოთქვეს მზადყოფნა განავითარონ ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის საერთო დაინტერესების სფეროებში, როგორიც არის ტურიზმი, ხალხთაშორისი ურთიერთობები, ინოვაცია და ა.შ. აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების - მათ შორის გაერო-ს ფარგლებში.
როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერა ხელს შეუწყობს სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

ბეჭდვა