ლატვიის პრეზიდენტი: გაერო ჩართული უნდა იყოს დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობაში
ლატვიის პრეზიდენტი: გაერო ჩართული უნდა იყოს დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობაში
10:23 21.09.2017
ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა იმ აგრესორის მიმართ, რომლებიც კონფლიქტების ხელშეწყობას ახდენენ, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას.
„გაერო და სხვა მნიშვნელოვანი სუბიექტები მომავალშიც უნდა იყვნენ ჩართულები მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობაში . ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს ყველამ, მათ შორის, რუსეთის ფედერაციამაც. რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია მეზობლების მიმართ, საერთაშორისო უსაფრთხოების წესების სერიოზული დარღვევაა. უნდა დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ აგრესორის მიმართ, რომლებიც საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევენ და კონფლიქტების ინიცირებას და ხელშეწყობას ახდენენ“-განაცხადა რაიმონდ ვეიონისმა.

ბეჭდვა