საგარეო უწყება თორნიკე გორდაძის სახელმწიფო მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე კომენტარისგან თავს იკავებს
საგარეო უწყება თორნიკე გორდაძის სახელმწიფო მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე კომენტარისგან თავს იკავებს
13:18 02.07.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე თავს იკავებს ინფორმაციის კომენტირებისგან, რომლის თანახმად, მინისტრის  მოადგილე თორნიკე გორდაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუსტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ინიშნება.
„ამ საკითხზე გაჩენილ ყველა კითხვას მაშინ გაეცემა პასუხი, როდესაც პრემიერ-მინისტრი საზოგადოების წინაშე ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობითა და ახალი პროგრამით წარსდგება“ - განუცხადა კალანდაძემ ჟურნალისტებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები საგარეო საქმეთა სამინისტროსაც შეეხება. კერძოდ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გიორგი ბარამიძეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ჩაანაცვლებს, ბარამიძეს კი - „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს.

ბეჭდვა