გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს
 გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს
13:25 20.09.2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.
მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები კოლეგა -მინისტრებთან გამართა, კერძოდ, ჯანელიძე კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრს მარია ანხელა ოლგინ კუელარის, ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აურელია ფრიკს, ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს პოლ გალაგერს და ვანუატუსა და გაიანას საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ქვეყნებს შორის წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა კმაყოფილებით აღინიშნა, რაც ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინიციატივებში გამოიხატა.
მინისტრებმა კოლუმბიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დაარსება, წარმატებული პოლიტიკური კონსულტაციები და მიმდინარე წელს თბილისში კოლუმბიის კულტურის დღეების ჩატარება დადებითად შეაფასეს .
კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების მიმართ დაინტერესება გამოხატა და აღნიშნა, ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებიც მიმოიხილეს. არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით კოლუმბიამ საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლის ვიზიტის მიმართ დაინტერესება გამოხატა . მარია ანხელა ოლგინ კუელარიმიხელ ჯანელიძე ვიზიტით კოლუმბიაში მიიწვია.

ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან აურელია ფრიკთან შეხვედრაზე ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების ინტენსიურ ხასიათსა და მრავალმხრივ ფორმატებში ქვეყნების წარმატებულ თანამშრომლობას გაესვა ხაზი.
მინისტრებმა განათლებისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.

ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში რომის პაპის განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღნიშნეს. მიმოიხილეს საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მიმართულებები, ნაყოფიერი თანამშრომლობა კულტურულ, სამეცნიერო და ჰუმანიტარულ საკითხებში.

გაიანასა და ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე საუბარი ურთიერთობების პოტენციურ სფეროებზეც წარიმართა- განათლება, ტურიზმი, ხალხთაშორისი კონტაქტები. აღნიშნული ქვეყნები კარგი მმართველობის და ასევე წარმატებული რეფორმების განხორცილების საკითხში საქართველოს გამოცდილების გაზიარებით არიან დაინტერესებულნი.

კოლეგა -მინისტრებთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მათ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ბოლო განვითარებებზე, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა დასაქათველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე მიაწოდა.
მიხეილ ჯანელიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის თავმჯდომარეობისას საქართველოს პრიორიტეტებზეც ისაუბრა.
ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე "Aნნუალ Gლობალ ჩიტიზენს Aწარდს", რომელსაც კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, მსოფლიოში ცნობილი ჩინელი პიანისტი და ფილანთროპი ლენგ ლენგი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

ბეჭდვა