საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ერთ-ერთ მედისაშუალებასთან მომავალ
სასამართლო დავაზე გააკეთა კომენტარი.
როგორც სააკაშვილმა განმარტა, ის კიევში იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად ჩავიდა და პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრებას აპირებს.
„კიევში იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად ჩამოვედი. პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრებას ვაპირებ, მაგრამ ამისთვის შესაბამისი დოკუმენტები უნდა მოვიპოვო. თუმცა ამ დრომდე დოკუმენტებს არ გვაძლევენ.
პოროშენკომ დოკუმენტების გარეშე დამტოვა მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი, თუმცა ეს არ არის მთავარი პრობლემა, პრობლემა უკრაინელ ხალხს ამ სისტემასთან აქვს, სადაც იცვლება სახელები და გვარები, მაგრამ არ იცვლება შინაარსი“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, საქართველოს ექსპრეზიდენტმა დონბასში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დონბასში FSB-ს მიერ დასმულ ადამიანებთან საუბარს აზრი არ აქვს და ეს იგივეა, რაც პუტინთან მოლაპარაკების წარმოება.
„რაც შეეხება დონბასისი რეგიონს, იქ ახლა იგივე ხდება რაც ჩვენთან ხდებოდა. ნებისმიერი მცდელობა ამ ხალხისა ტროას ცხენის მსგავსად იყვნენ ჩანერგილები,უკრაინაში მოკლავს უკრაინის სახელმწიფოებრიობის იდეას. ოსი სეპარატისტები მზად იყვნენ მოსალაპარაკებლად, რომ არა რუსეთი, რომელმაც დაითხოვა მაშინდელი ე.წ. მთავრობა და მათ ადგილზე თავისი ხალხი დასვა. პირადად მე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავდი ციმბირიდან ახალი დავალებებით ჩამოსული სამხედროსთან სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებისა. ამიტომ როდესაც გვეუბნებიან, რომ მოლაპარაკებები დონბასში FSB-ს მიერ დასმულ ადამიანებთან უნდა ვაწარმოოთ, აზრს მოკლებულია. ეს იგივეა რომ მოლაპარაკებები პუტინთან აწარმოო, რომლის სურვილი კიევის კონტროლია, ხოლო მთავარი მიზანი ისაა, რომ უკრაინა სახელმწიფოდ არ შედგეს. რუსეთის პირველივე დიდი კრიზისის დროს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა აღადგენენ საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
