სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე,
დებატების დროს რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, გაეროს წესდება ხშირად ეგოისტური მისწრაფებების გამო ირღვევა.
„გაეროს ძირითადი წესდება, რომლის დაცვაც ერების მშვიდობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფს, ეგოისტური მისწრაფებების გამო ირღვევა, რასაც ხშირად ინტერესთა კონფლიქტს უწოდებენ და ეს ტერმინი უმეტესად საერთაშორისო წესრიგის დარღვევის დაფარვისა და სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობის გასამართლებლად გამოიყენება. უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან შვიდობის ფასი. ისინი იცნობენ ტკივილს, როცა მათი სუვერენიტეტი აგრესიული მეზობლის მიერ შეილახა. მეზობლის, რომელიც ფიქრობს, რომ წესები მისთვის არ შეიქმნა“-განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.
