ლიტვის პრეზიდენტი: რუსეთმა საქართველოზე თავდასხმითა და ყირიმის უკანონო ანექსიით გაეროს წესდება დაარღვია
ლიტვის პრეზიდენტი: რუსეთმა საქართველოზე თავდასხმითა და ყირიმის უკანონო ანექსიით გაეროს წესდება დაარღვია
11:04 20.09.2017
ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე რუსეთის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი გაეროს წესდებებს არღვევს, რაც მისი მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მიმართ გამხორციელებულ ქმედებებში გამოიხატება.
„მიუხედავად რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებისა დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა როგორც უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მან საქართველოზე თავდასხმით, ყირიმის უკანონო ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობით გაეროს წესდება დაარღვია. რუსეთი აგრძელებს სხვადასხვა არჩევნებში ჩარევას, კიბერთავდასხმების ორგანიზებას, და ავრცელებს დეზინფორმაციას და პროპაგანდას დაქვემდებარებული მედიის საშუალებით. მსოფლიოში სხვადასხვა რეჟიმების მიერ ძირითადი საერთაშორისო ნორმების იგნორირება ხშირად ჩვენი მხრიდან ამ დარღვევებზე არასათანადო რეაგირებისა გამო ხდება. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ პასიური დამკვირვებლები,”-განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

ბეჭდვა