ნინო კალანდაძე გალის შეხვედრის ქართული მხარის მიზეზით ჩაშლას უარყოფს
ნინო კალანდაძე გალის შეხვედრის ქართული მხარის მიზეზით ჩაშლას უარყოფს
12:42 02.07.2012
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე არ ადასტურებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, თითქოს  27 ივნისს ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში დაგეგმილი შეხვედრა ქართული მხარის გამო ჩაიშალა.
როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რამდენადაც მისთვის ცნობილია, აღნიშნული შეხვედრა საბოლოოდ დაგეგმილი არ იყო და მისი გამართვა მხოლოდ საუბრის დონეზე განიხილებოდა.
„რაც შეეხება ამ შეხვედრების ჩაშლის რეალურ მიზეზს, რუსეთის ხელისუფლებამ მის ჩაშლას მიზანმიმართულად შეუწყო ხელი, რაც აფხაზეთში თავისი წარმომადგენლების მიერ გააკეთა. ჩვენ ამ მექანიზმის შენარჩუნების სურვილი გვაქვს. წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის მხრიდან წამოვიდა“ - განაცხადა კალანდაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე შეძლებს შეხვედრების ამ ფორმატში განახლებას.

ბეჭდვა