საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის, დავით
ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, სამხრეთ აზიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში, შრი ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ კოლომბოში შრი ლანკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ვასანთა სენანაიკესთან, საგარეო საქმეთა მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან მ. მ.ჯაფერთან და მინისტრის მოადგილესთან ა. ლ. აზიზთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაიით, აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შრი ლანკას შორის ორმხრივი ურთიერთობების და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.
უწყების ინფორმაციითვე, შეხვედრებისას მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის განვითარების, პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებისა და ხალხთა შორისი კონაქტების გაღრმავების მნიშვნელობა აღინიშნა. შრი ლანკის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა დელეგაციის შეხვედრა შრი ლანკის ტურიზმის განვითარებისა და ქრისტიანულ-რელიგიურ საქმეთა სამინისტროს მდივანთან, ესალა ვირაკუნთან, სადაც განიხილეს ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები.
დადებითად შეფასდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში შრი ლანკიდან საქართველოში ვიზიტორთა მზარდი დინამიკა. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და შრი ლანკის ტურიზმის განვითარების ადმინისტრაციის მხრიდან გამოთქმული მზადყოფნა, ადინისტრაციებს შორის მჭიდრო თანამრომლობის დამყარებასთან დაკავშირებით.
შრი ლანკაში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ასევე შეხვდა შრი ლანკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის პრეზიდენტს სარათკაჰაპალარაჩის და ფედერაციის გენერალურ მდივანს, აღმასრულებელ დირექტორს აჯიტ დ. პერერას.
მხარეებმა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შორის კონტაქტების დამყარების მნიშვნელოვაზე და უახლოეს მომავალში ბიზნეს დელეგაციების გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა საქართველოს სამრეწველო პალატასა და შრი ლანკის სავაჭრი-სამრეწველო პალატების ფედერაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
