მინისტრთა კაბინეტის ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დარჩება
მინისტრთა კაბინეტის ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დარჩება
12:37 02.07.2012
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დარჩება. ამიშ  შესახებ „ნიუსპრესისთვის“ პარლამენტში გახდა ცნობილი.
წინასწარი ინფორმაციით, ცვლილებება შეეხება სავარაუდოდ, მხოლოდ ორ უწყებას.
წყაროს ცნობით, ფაქტიურად, ეს იქნება გადაადგილების პრინციპით განხორციელებული ცვლილება.
რაც შეეხება შსს მინისტრის ახალ კანდიდატურას, მისი ვინაობა კვლავაც არ სახელდება და მხოლოდ იმას აზუსტებენ, რომ ის აუცილებლად მმართველი გუნდის წარმომადგენელი იქნება.
მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამოქმედო პროგრამა პარლამენტს ხვალ წარედგინება.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის პოსტზე ბაჩო ახალიას, ასევე დიმიტრი შაშკინის, ეკა ზღულაძის კანდიდატურები განიხილება.

ბეჭდვა