შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად დაგეგმვა წინაპირობა იქნება იმისა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს.
"არჩევნების მაღალ დონეზე, დასავლური სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის უმთავრესი პირობაა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნა. მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს" - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFEშ) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
აღნიშნული დოკუმენტით შსს-სა და ცესკოს თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა. მემორანდუმი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFEშ) რეკომენდაციების გათვალისწინებით გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები წინასაარჩევნო პერიოდში ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ.
