მაია ფანჯიკიძე - მცხეთის აქცია „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვება იყო
მაია ფანჯიკიძე - მცხეთის აქცია „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვება იყო
11:48 02.07.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მცხეთა-მთიანეთში გუშინ გამართულ წინასაარჩევნო აქციას „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ გამარჯვებად აფასებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, მცხეთა-მთიანეთის აქცია ისეთივე იყო, როგორიც თბილისის, ქუთაისისა და ოზურგეთის აქციები.
„ეს იყო ძალიან კარგი აქცია და მასში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღო. ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიარა, რაც ძალიან სასიამოვნო და საამაყოა“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდნენ, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობას უკვე დღეიდან დაიწყებენ. მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ირაკლი ტრიპოსლკი, ზაქარია ქუცნაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური არიან.

ბეჭდვა