კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის დანიშვნა ლოგიკური იყო, თუმცა, ის
პრეზიდენტისთვის კოზირი ნამდვილად არ არის. ამის შესახებ სუბარმა „ნიუსპრესს“ განუცხადა.
„ეს დანიშვნა ძალიან ლოგიკური იყო, თუმცა, სააკაშვილის ხელში ეს კოზირი ნამდვილად არ არის და ისინი ხალხს ვეღარ შეაჩერებენ“ - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც სააკაშვილს შეუძლია, ღირსეულად წასვლაა, თუმცა, ის ამას არ და ვერც გააკეთებს.
„ღირსეულად წასვლა მხოლოდ ღირსების მქონე ადამიანებს შეუძლიათ, რაც სააკაშვილს არ გააჩნია“ - აცხადებს სუბარი.
გუშინ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად შს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი წარადგინა, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობას და პროგრამას ხვალ პარლამენტს წარუდგენს.
