ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის
პალატის“ თავმჯდომარის, პიტერ როსკამის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრისას რიგი საკითხები განიხილეს, რომელიც საქართველოს, მისი ეკონომიკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეეხება.
ამის შესახებ როსკამმა ქართულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პიტერ როსკამის შეფასებით, ქართველ დეპუტატებთან პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.
კონგრესმენის განცხადებით, განხილვის მთავარი თემა წარმატებული ორმხრივი ურთიერთობა იყო.
„ვისაუბრეთ ჩვენს მეგობრობის შესახებ - როგორც საკანონმდებლო ორგანოებს, ასევე, როგორც მოკავშირე ქვეყნებს შორის. მთავარი თემა ამ ვიზიტისა იყო, თუ რამდენად წარმატებულად ვითარდება და როგორ გაგრძელდება ეს პროცესი“- განაცხადა პიტერ როსკამმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
