მიხეილ ჯანელიძე: საქართველო კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ტურიმზის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმა
 მიხეილ ჯანელიძე: საქართველო კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ტურიმზის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმა
16:06 13.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ჩინეთის ჩენგდუში UNჭთO-ს 22 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერი მიესალმა მიმდინარე წლის - "ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად"გამოცხადებას, რაც მისი მოსაზრებით ხელს შეუწყობს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ტურიზმის სექტორის მდგრად განვითარებას, და თავის მხრივ განაპირობებს ეკონომიკურ კეთილდრეობას, ხალხთა შორის კონტაქტებს და კულტურათა თანაარსებობას.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით მსოფლიოში ტურიზმის მზარდი როლის გათვალისწნებით, თანდათან ქვეყნები ამარტივებენ მგზავრობის პროცედურებს, ავითარებენ უწყეტ კომუნიკაციას და სხვადასხვა სერვისებს.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების წარმატებულ ტენდენციაზე, რომლის შედეგადაც 2016 წელს, საერთაშორისოვიზიტორების რაოდენობა პირველად ასცდა ექვს მილიონიან ნიშნულს.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტურიზმის სექტორი დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობის, დასაქმების, ინფრასტრუქტურული განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. ამ სექტორის მეშვეობით, საქართველომ უამრავ წარმატებას მიაღწია და მაგალითად იქცა იმისა, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმნა.

საქართველოს, როგორც ბრენდის განვითარება და მისი ტურისტული ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია.
ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ვცდილობთ ტურიზმის ხელშემწყობი საქმიანობის წახალისებას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული ზომების შედეგად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად სექტორად იქცა"-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჯანელიძემ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას და მასპინძელ ქვეყანას გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა და მზაობა გამოთქვა ხელი შუწყოს თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე.

ბეჭდვა