კოალიცია „ქართული ოცნების“ იურისტი, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაქარია ქუცნაშვილის მიზანი რაიონში სამართლიანი და თავისუფალი
გარემოს შექმნა იქნება.
როგორც ქუცნაშვილმა მცხეთაში დღეს კოალიციის წინასაარჩევნო აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ის იზრუნებს, რომ რაიონში სოფლის მეურნეობის ისეთი დარგები აღორძინდეს, როგორიცაა მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და თევზჭერა.
„ბუნებრივი რესურსები ადამიანებისთვის თანაბარდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი და არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ რამდენიმე გაქსუებული ბიზნესმენის შემოსავლების წყაროს“ - აღნიშნა კანდიდატმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მცხეთის აქციაზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატად მან ექიმი დიმიტრი ხუნდაძე წარადგინა, დუშეთში - რეჟისორი ირაკლი ტრიპოლსკი, ყაზბეგში ექიმი მირიან წიკლაური, ხოლო თიანეთში - იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.
