ატლანტიკური საბჭოს წევრის, იან ბზეჟინსკის განცხადებით, როგორც ამერიკის შეერთებული
შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, ამერიკა საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
მისივე თქმით, პენსის ეს განცხადებები ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ბზეჟინსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზინდენტმა პენსმა თავისი პირველი ვიზიტის ფარგლებში უცხოეთში, რომელშიც ასევე იყო საქართველო, ძალიან ძლიერი განცხადებები გააკეთა საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით და აღნიშნა ისიც რომ ამერიკა ერთგულია და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ურთიერთობას“ - განაცხადა იან ბზეჟინსკიმ.
შეგხასენებთ, ვაშინგტონში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება სწორედ ამასთან დაკავშირებით გაავრცელა.
როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს წარმომადგენლებმა წარადგინეს განახლებული ,,ეროვნული სამხედრო სტრატეგია" შეერთებულმა შტატებმა კი შეხვედრის მონაწილეებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და ახალი სამხრეთ-აღმოსავლეთის პოლიტიკა გააცნო.
მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან.
