მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის მოწვევით, ქვეყანაში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა
და ადამიანის უფლებათა ოფისის (OშჩE/ODIHღ) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიამ დაიწყო ფუნქციონირება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OშჩE/ODIHღ) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელს კორინ იონკერს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.
როგორც მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს OშჩE/ODIHღ-თან, რომელიც მრავალი წელია სისტემატიურად აკვირდება ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს. შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა მაქსიმალური დაეხმაროს სადამკვირვებლო მისია სეფექტურ ფუნქციონირებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, ქართულმა მხარემ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.
