ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მათი სუფთა წარსულია
ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მათი სუფთა წარსულია
21:03 01.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიციის დეპუტატობის კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მათი სუფთა წარსულია.

„ირაკლი ტრიპოლსკი არის ძალიან წესიერი კაცი, ასევე, ყველა კანდიდატის შერჩევის პრინციპია წესიერება, მისი სუფთა წარსული და ნიჭიერება“ - განაცხადა ივანიშვილმა დღეს აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, დღეს წარდგენილ ყველა კანდიდატს აღნიშნული თვისებები აქვს. ხალხი კი, არჩევნებზე სამართლიანობის განცდის დაბრუნებას ელის.

კოალიცია „ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მცხეთის აქციაზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატად მან ექიმი დიმიტრი ხუნდაძე წარადგინა, დუშეთში - რეჟისორი ირაკლი ტრიპოლსკი, ყაზბეგში ექიმი მირიან წიკლაური, ხოლო თიანეთში - იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.



ბეჭდვა