პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში დღეს გენდერული კვოტირების ინიციატივას განიხილავენ
 პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში დღეს გენდერული კვოტირების ინიციატივას განიხილავენ
12:13 13.09.2017
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) 37 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შედეგად წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.
ინიციატივის განხილვა 13:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა