საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბანგლადეშს ეწვია
საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბანგლადეშს ეწვია
18:23 12.09.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, სამხრეთ აზიის ქვეყნებში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ დაკას ეწვია. დელეგაციის შემადგელობაშია ბანგლადეშში საქართველოს საგანგებო და სრულულფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) არჩილ ძულიაშვილი და სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის აზიის ქვეყნების სამმართველოსუფროსი ნანა გაფრინდაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში 2017 წლის 11 სექტემბერს დავით ჯალაღანიას შეხვედრა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან აბულ ჰასან მაჰმუდალისთან გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ბანგლადეშს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა პარლამენტთაშორისი კავშირების გამყარების აუცილებლობაც და ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სამართლებრივი ბაზის განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო დარგობრივი თანამშროლობის პერსპექტიულ მიმართულებებსაც, როგორებიცაა: ტურიზმი, განათლება, მსუბუქი მრეწველობა და ფარმაცევტიკა.

მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს სამხრეთ კავკასიისა და აზიის რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ და გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ ნაყოფიერი თანაშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ბანგლადეშის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ.

იმავე დღეს შედგა დელეგაციის შეხვედრები ბანგლადეშის ტანსაცმლის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიების გაერთიანებული ასოციაციის (BGMEA) ვიცე-პრეზიდენტთან მოჰამედ ნასირთან და კომპანია "BIთOPI Gროუპ Lტდ"-ის მმართველ დირექტორთან მირან ალისთან, რის შემდეგ დელეგაცია ეწვია ქ. ნარაიანგანჯის ექსპორტის ხელშეწყობის ზონაში (EPძ)მდებარე მსოფლიოში უმსხვილეს ტანსაცმლის მწარმოებელ ქარხანას ღMG Fაცტორყ (ღემი Hოლდინგ Lტდ), რომელიც ცნობილია წარმოების პროცესში მწვანე და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით მიღწეული წარმატებებით.

ბეჭდვა