მიხეილ ჯანელიძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას
მიხეილ ჯანელიძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას
16:45 12.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მიმდინარე წლის 12-15 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 22-ე გენერალურ ასამბლეაში, რომელიც მიმდინარე წლის 11-16 სექტემბერს იმართება.
უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში დაესწრება გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის გახსნას და სიტყვით გამოვა მაღალი დონის სეგმენტზე. UNWTO-ს გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურა დამტკიცება 2018-2021 წლების ვადით.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეაზე დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ხეების დარგვის ცერემონიაში.
ბეჭდვა