პრემიერი სააკაშვილზე: ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ
პრემიერი სააკაშვილზე: ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ
16:24 12.09.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ძალიან სამწუხარო პოლიტიკური წარსული აქვს.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა უკრაინაში სააკაშვილის შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არის პოლიტიკური წარსული, ძალიან სამწუხარო პოლიტიკური წარსული და ისიც ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ამაზე სჯობს, რომ იმ ინსტიტუტებმა გააკეთონ კომენტარი, რომლებსაც ეს ხელეწიფებათ და ეხება“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში ორი დღეა ომყოფება. ის ქალაქ ლვოვში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერდა. სააკაშვილი კიევში შესვლას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ბეჭდვა