ცაგარეიშვილის თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დასასრული უკვე დაწყებულია
ცაგარეიშვილის თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დასასრული უკვე დაწყებულია
20:07 01.07.2012
ქართველ ხალხს ტყუილსა და ფლიდობაში ცხოვრება აღარ უნდა - ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა  წევრმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განუცხადა.

„ფშავ-ხევსურეთიდან ათას კაცზე მეტი ჩამოვიდა მცხეთაში დღევანდელ აქციაში მონაწილეობისთვის. ამ ხალხს დღევანდელი ხელისუფლების ტყუილში, ფლიდობასა და მონობაში ცხოვრება აღარ უნდა, ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, რაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, მისი რეჟიმის დასასრული უკვე დაიწყო, რომელიც ოქტომბრის არჩევნებზე დაგვირგვინდება.

ბეჭდვა